“არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს თუნდაც “ევროპული საქართველოს” მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით? ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ოპოზიციის ლანძღვას ეძღვნება. არ ვურჩევდი ამას. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არარაციონალურად იქცევა და დათვურ სამსახურს უწევს “ქართულ ოცნებას”. იმედი მაქვს, ეს შეგნებულად არ კეთდება. ეს მის სინდისზე იყოს, მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს. დანარჩენი, მასზე საუბარს არ ვაპირებ, ისევე როგორც არ ვთვლი საჭიროდ ოპოზიციისერთმანეთში ზედმეტ კინკლაობას. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ უგულავამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა: “ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე. მეტსაც გეტყვით, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა.”