“ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას უბინძურესი ბრალდებებით და უბინძურესი ლექსიკონით დაუპირისპირდა მაშინ, როდესაც იქამდე მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად დავით ბაქრაძე იყო და ორ ადგილს ითხოვდა. ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ. მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება.“
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, “ალეკო ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა და მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ვაჭრობისგან.” ამ განცხადებას ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისი პარტიის რესურსიდან გამომდინარე, მას ის პოზიცია ჰქონდა, რაზეც უგულავამ ისაუბრა.