პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას უპასუხა და განაცხადა, რომ ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისი პარტიის რესურსიდან გამომდინარე, მას ის პოზიცია ჰქონდა რაზეც უგულავამ ისაუბრა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ევროპული საქართველოს” წევრები თვითონ უკავშირდებოდნენ და შეხედრას სთხოვდნენ. უგულავას მხრიდან ამაზე ლაპარაკი კი, მისი თქმით, ჭორაობაა.
“რა მაგარი რაღაც თქვა არა – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.
მე რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში – რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ (მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ), რომ იქნებ შევთანხმდეთ, მაჟორიტარებზე გვინდა შენი აზრი გავიგოთ, როდესაც მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?! მაჟორიტარებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან მქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ლაპარაკს ვინ დამიშლის, მით უმეტეს, როცა შენ მთხოვ და შენი ინიციატივითაა შეხვედრა, მერე ამაზე ჭორაობა პოლიტიკოსობაა, კაცობაა, მოქალაქეობაა?! ეს არის გულისამრევი და ამას აკეთებენ, ამით არიან დაკავებულები.
ღმერთმა დამიფაროს გიგი უგულავას რაიმე ვევაჭრო. რაოდენობასთან დაკავშირებით მე ვთქვი, რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, სულ მცირე, ორ ოლქს მოვიგებთ, როგორც ვხედავთ-მეთქი,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გიგი უგულავას განცხადებით: “ალეკო ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა და მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ვაჭრობისგან.”