საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ
“ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში, სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება. სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში, ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.
მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის. მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს მშვიდად უყიროს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.
ექპრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება მისი მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
სააკაშვილისა და ზალკალიანინს აღნიშნულ განცხადებებს, საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა და “სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ წარმოშობით, სულით ქართველია და ის არასდროს შეწყვეტს, იყოს ქართველი.”