საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამის გამო ქართული მხარე უკრაინის ელჩს დამატებითი განმარტებებისთვის დაიბარებს.
როგორც ზალკანიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ქართული მხარე სწორედ ამაზე აფრთხილებდდა უკაინელ კოლეგებს, რომ სააკაშვილი, რომელიც ინიშნებოდა მაღალ თანამდებნობაზე, არის ძებნილი, იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
მისივე თქმით, ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყანაში.
“ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ გვექნება საუბარი და ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყანაში, არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის არ აპირებს შვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას, შესაბამისად, ის ბრძოლის წინა ხაზზე იდგმება.