აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“პოლიციას ვეუბნებით: კეთილი ინებეთ და ჩვენ გვერდით დადექით”- ნიკა გვარამია

[პოლიციას] კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად, – განაცხადა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ და სამართალდამცველებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ აქციის მონაწილეებს.

გვარამიას თქმით, სამართალდამცველები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ, რადგან მათ ანაზღაურებას ქართველი ხალხი უხდის.

„პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ და ამას ჩვენ არ დავუშვებთ! კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად. პოლიცია არის ჩვენი ნაწილი და თუ ამაზე უარს ამბობ ე.ი. არ არის პოლიცია”, – განაცხადა გვარამიამ.

იტვირთბა....