თსუ-სთან მიმდინარე უწყვეტი აქციის გამო, უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 1 დღით შეაჩერა. ამის შესახებ სტუდენტებს მათ ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ინფორმაციას სტუდენტები ადასტურებენ.
“ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით”, – ნათქვამია წერილში.