საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და გამარჯვებისთვის ყველას ერთად დგომა და ერთიანი შეთახნმებაა საჭირო.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქგვერდზე” დაწერა.
როგორც სააკაშვილი პოსტში წერს, ის არ აპირებს შვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას.
“მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები, წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- წერს სააკაშვილი.