ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ წარმოშობით, სულით ქართველია და ის არასდროს შეწყვეტს, იყოს ქართველი” – საქართველოში უკრაინის ელჩი

“როგორც მინისტრმა ზალკალიანმა აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთ საკითხი იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც საქართველოს ეხებოდა. უკრაინის ხედვაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი წარმოშობით და სულით და ის არასდროს შეწყვეტს იყოს ქართველი. რა თქმა უნდა, საქართველო არის მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების.”

იგორ დოლგოვი – საქართველოში უკრაინის ელჩი

როგორც ელჩი აღნიშნავს, ის, რომ უკრაინის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, ქართული მხარის ხედვაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს მშვიდად უყიროს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.

ექპრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება მისი მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

იტვირთბა....