აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა”- გიორგი ვაშაძე

მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა,- განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე.

ვაშაძის თქმით პროტესტი 24 საათი უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება.

“მინდა ყველას ვუთხრა: ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. 24 საათის განმავლობაში, მშვიდობიანად, ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. აქ ვართ, არ ვიცვლით ფეხს. მივმართავ მოქალაქეებს, შემოგვიერთდით. მივმართავ პოლიციას – ნუ გამოიყენებთ ზედმეტ მეთოდებს ხალხის წინააღმდეგ. დაიცავით კანონი. წინასწარ გატყობინებთ 24 საათიანი პროტესტია .ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება. არ ვიშლებით.

მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას: არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში.

მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან შეგიძლიათ საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....