ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დოკუმენტში მომზადებული არ იყო, ვინ იგულისხმებოდა პოლიტპატიმრებში, ამიტომ ახლა ამას ჩააფრინდნენ და სათავისოდ იყენებენ”- თორნიკე შარაშენიძე

ანალიტიკოს თორნიკე შარაშენიშის განცხადებით, 8 მარტის შეთახმებაზე მმართველი გუნდის მოქმედებები რა მიზანს ემსახურება, გაუგებარია.

ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც შარაშენიძე განმარტავს, 8 მარტის დოკუმენტში არ იყო დაკონკრეტებული გვარები, ვინ მოიაზრებოდა პოლიტპატიმრებად, ამიტომ ამ ფაქტს ახლა ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.

“ხელისუფლების მოქმედებებს არცთუისე კარგად ვაფასებ. მე არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული, რაღაცის გამოვაჭრება უნდათ თუ პრინციპილად ართულებენ საქმეს, არ ვიცი., რთულია მათი მოქმედებები შევაფასო. ფაქტია, რომ შეთანხმებაში დარჩენილი იყო პატარა ხარვეზი. მომზადებული არ იყო დოკუმენტში, ვინ იგულისხმებოდა პოლიტპატიმრებში და ახლა ამას ჩააფრინდნენ და სათავისოდ იყენებენ.

დოკუმენტში ეწერა პოლიტპატიმრები და ახლა ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არ გყვყავს. და რადგან გვარები არ ეწერა, ეს გამოიყენეს,”- აცხადებს შარაშენიძე.

ამასთან, ანალიტიკოსის შეფასებით,  შეთანხმების პირობების შესასრულებლად ოპოზიციას ბერკეტები ნაკლებად გააჩნია და შესაძლკოა ეს ისევ მხოლოდდამხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით მოახერხონ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი თქმით, პირობების არშესრულება კი იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” უპასუხისმგებლო პარტნიორია.

ამ საკითხზე მმართველ პარტიაში კრიტიკული განცხადებები კეთდება. ისინი დასავლელ პარტნიორებს ტყუილში დანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას არ დაპირებიან.

ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.

 

 

იტვირთბა....