“მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ზაფხულში ამ დაავადებამ შესაძლოა სერიოზული შეღავათი მოგვცეს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ოდნავ მინელდება ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების უფლება, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ შემოდგომისა და ზამთრისთვის. თუ ვაქცინა მანამდე იქნა ეს ძალიან კარგი იქნება, თვითონ სისტემა უნდა იყოს მომზადებული. ვაქცინა შემოდგომისთვის ვერ შეიქმნება იმ რაოდენობით, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ეყოს. ამას დრო სჭირდება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.
ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.