“ევროპის საბჭოს საგანგებო სხდომა. უკრაინა ომის პირველივე წამიდან ეძებს მშვიდობას და დღეს კი მშვიდობისათვის პირველი საჭირო ნაბიჯები წარვადგინე და პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოვუწოდე. მთელი ევროპის გამძლეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქმედებებზე. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო ძლიერები, ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულები და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ. ევროპას უნდა შეეძლოს მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტია მისცეს საკუთარ თავს და ყველას, ვისაც ეს სჭირდება.
მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა ყველა ლიდერს, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, მზად არიან გაზარდონ დახმარება და იმუშაონ რეალური და სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე”, – წერს ზელენსკი.