აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწეროს განკარგულებას განათლების სამინისტროს დაშლასთან დაკავშირებით.
როგორც მედია წერს, თეთრი სახლის წარმომადგენლებს შესაბამისი ბრძანება უკვე მომზადებული აქვთ. დოკუმენტის ადრესატი განათლების მინისტრი ლინდა მაკმეიჰონია, რომელსაც პრეზიდენტი სამინისტროს დაშლის პროცესის დაწყებას ავალებს.
ამასთან, განათლების სამინისტროს სრულად გაუქმებას კონგრესის მხრიდან დადასტურება დასჭირდება.