ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში კოვიდინფექცია ისეთი ინტენსივობით აღარ მიმდინარეობს” – ამირან გამყრელიძე

საქართველოში კოვიდინფექცია ისეთი ინტენსივობით აღარ მიმდინარეობს – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქობულეთის, ღვანკითის და კიდევ რამდენიმე კლასტერი დაიხურა.

“ყოველდღიური გამოჯანმრთელების რიცხვი აჭარბებს ყოველდღიური ინფიცირების რიცხვს. ასევე, როცა გაანალიზდა3 თვის ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ჭარბსიკვდილიანობა, რაც იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთშია კოვიდის ხარჯზე, საქართველოში არ გვაქვს. გარკვეულად, ოდნავ გვაძლევს ოპტიმიზმის კიდევ მეტ საფუძველს.

არის კიდევ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი, რომ ჩვენ გრიპის საყრდენ ბაზებზე კოვიდი არ აღმოვაჩინეთ, ასევე, გუშინ და გუშინწინ მარნეულში, სადაც ძალიან ვფრთხილობდით, 670 ადამიანი გამოვიკვლიეთ და მარტო 1 ინფიცირებული აღმოჩნდა. ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, დაახლოებით 10 დღეა, იქ ინფექცია აღარ გვაქვს. ასევე, ღვანკითიც. რასაც ვაკვირდებუთ, თითქოს ისეთი ინტენსივობით აღარ ცირკულირებს ინფექცია, რაც მთავარია, 4-ჯერ გაზრდილი ტესტირების ფონზე. რაღაც ინდიკატორები არის, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის სიტუაცია. მაგრამ არავიტარ შემთხვევაში არ უნდა გავთამადეთ და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კოვიდი.” – ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....