ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-მა საქართველოსთვის COVID19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოყო

საქართველში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დამატებით 3 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.

როგორც ელჩი აცხადებს, აშშ აგრძელებს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში. ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა, ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID 19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად; საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი და მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID 19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით.

სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორებიცაა: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა. რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს – www.cdc.gov/covid19 . კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....