“შალომ ჰამას” ნიშნავს გამარჯობას და ნახვამდის – შეგიძლიათ, აირჩიოთ. ახლავე გამოუშვით ყველა მძევალი, და არა – გვიან, და მყისიერად დააბრუნეთ ყველა იმ ადამიანის ცხედარი, ვინც მოკალით, ან თქვენი საქმე დამთავრებულია. მხოლოდ ავადმყოფი და არანორმალური ადამიანები იტოვებენ ცხედრებს და თქვენ ავადმყოფები და არანორმალურები ხართ!
ისრაელს ყველაფერს ვუგზავნი, რაც საჭიროა, რათა საქმე დაამთავროს, არცერთი ჰამასის წევრი იქნება უსაფრთხოდ, თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ვამბობ. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეებით თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენი ბოლო გაფრთხილებაა.
[ჰამასის] ლიდერებისთვის, ახლა ღაზის დატოვების დროა, სანამ ამის შანსი კიდევ გაქვთ. ასევე ღაზის მოსახლეობას: ლამაზი მომავალი გელით, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ მძევლები გყავთ. თუ გყავთ, მკვდრები ხართ! გონივრული გადაწყვეტილება მიიღეთ. მძევლები ახლავე გაათავისუფლეთ ან მოგვიანებით საფასურის გადახდა მოგიწევთ!”
დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.