შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლევანდელ წელს ღმერთმა გვაჩუქა ადგილობრივი არჩევნები. ის ტარდება არა შემდეგ წელს, ან იმის შემდეგ, არამედ წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები. მოგვეცა მეორე შანსი, რომ რაღაცები გამოვასწოროთ – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ადგილობრივი არჩევნებით საზოგადოებას საშუალება ეძლევა მეტად ჭკვიანურად გათვალოს მმართველი პარტიის ქმედებები და სწორად მოემზადოს არჩევნებისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ევროპული და დემოკრატიული გაგებით უფრო მეტად დემოკრატიული ინსტიტუტია, ვიდრე საპარლამენტო. ადგილობრივი არჩევნები არის შეტყობინება საზოგადოებისა, რომ სახელმწიფო ენდობა მოსახლეობას, შესაბამისად, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არ შეიძლება მისი იგნორირება.
საქართველოში ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებს უყურებენ როგორც მეორადს, არც თუ ისე მნიშვნელოვანს, თუმცა პირადად ჩემთვის, ადგილობრივი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ მიწაზე ყალიბდება დემოკრატიული პროცესები.”- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის განმარტებით, “ქართული ოცნება” კვლავ მოინდომებს მანიპულაციური ხრიკებით გააყალბოს ადგილობრივი არჩევნებიც, თუმცა მათ ამის საკმარისი რესურსი არ ექნებათ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლევანდელ წელს ღმერთმა გვაჩუქა ადგილობრივი არჩევნები. ის ტარდება არა შემდეგ წელს, ან იმის შემდეგ, არამედ წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები. მოგვეცა მეორე შანსი რაღაცები გამოვასწოროთ. გავითვალისწინოთ ოპოზიციისა და საზოგადოების შეცდომები, ვგულისხმობ, სად ვერ გავთვალეთ რაღაცები, რადგან რაღაც იმედები იყო, არავინ მალავს იმას, რომ ბევრად უკეთესი მოლოდინები გვქონდა, თუმცა უარესი მივიღეთ. გავთვალოთ ის დანაშულებრივი გაყალბების ფორმები და მანიპულაციები, რაც განახორციელა “ქართულმა ოცნებამ”. ისინი აუცლებლად მოინდომებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები გააყალბონ, თუმცა მათ ერთი წელი აქვთ და საკმარისი რესურსები გამოელიათ. ამიტომ აუცილებელია ყველამ წავიდეს ადგილობრივ არჩევნებზე. – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.