ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსამართლემ 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11 პატიმარი ისევ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.

დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....