ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის” – გამყრელიძე

“ყველაზე რთული იქნება თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა გრიპის საწინააღმდეგო აცრების. ჩვენ დავიწყეთ 5 000 -10 000 ადამიანიდან და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით, კერძო სექტორმა კიდევ დაახლოებით 35 000. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....