ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვაქცინა კოვიდის გაშიფვრიდან დაახლოებით 3-4 კვირაში ჰქონდათ ლაბორატორიებს” – გამყრელიძე

გამყრელიძე

“ვაქცინა კოვიდის გაშიფვრიდან დაახლოებით 3-4 კვირაში ჰქონდათ ლაბორატორიებს. ბევრს ჰქონდა, მაგრამ ამ ვაქცინის გამოცდას სჭირდება დიდი ხანი. ჯერ პატარა ცხოველებზე, მერე დიდ ცხოველებზე, შემდეგ ადამიანებზე, მთელი ფაზებია მისი, რომ უსაფრთხო იყოს იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი უნდა აცრან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მერე კიდევ არ იცი, ეს ვაქცინა მოგცემს თუ არა მუდმივ იმუნიტეტს, როგორც მაგალითად, როცა წითელას ვაქცინას იკეთებ, ორჯერ გაიკეთებ და მთელი სიცოცხლე დაცული ხარ, თუ ეს ვაქცინაც იქნება გრიპივით, რომელიც ყოველ შემოდგომაზე უნდა გაიკეთო. ჯერ ამაზეც ბევრი მსჯელობა მიდის.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი

აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....