“ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება ხანდახან მეც ზედმეტი ვთქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა, დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გქონია. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.
ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.