“დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ მთლიანობაში გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი… ქონების გადასახადის გაუქმება წელს არის სწორი ნაბიჯი, რასაც ეთანხმება „ევროპული საქართველო“, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს მთლიანად ბიზნესს, მის ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურისტულ სექტორს. საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულება, მაგრამ სანახევრო და აქედან გამომდინარე არასაკმარისი ნაბიჯი, ვინაიდან ისევე როგორც ქონების გადასახადი, საშემოსავლოც უნდა განულდეს და შემდეგ უნდა შემცირდეს ყველა ბიზნესისთვის და არა მხოლოდ ტურისტულისთვის.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს“ ლიდერი
დავით ბაქრაძემ აღნიშნულით მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი გეგმა შეაფასა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამასთან, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაა