აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს – დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დარტყმების შედეგები ქალაქის სულ მცირე ორ რაიონში დაფიქსირდა. ერთ რაიონში კერძო სახლი დაზიანდა, ხოლო მეორეში – მანქანები დაზიანდა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

ლისაკის განცხადებით, თავდაპირველად ცნობილი გახდა ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

იტვირთბა....