აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარს დაარტყა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა სექტემბრის დასაწყისის შემდეგ, როდესაც ირანული მხარე სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანაში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ეს დარტყმა საპასუხო ქმედება იყო ირანის სამხრეთ ნაწილში – ჰორმოზგანის პროვინციის სირიკის ოლქში – მდებარე სატელეკომუნიკაციო ანძაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშზე.

Reuters-ი წერს, რომ ეს განცხადება ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში არსებული მყიფე დროებითი სიმშვიდის ფონზე გაკეთდა.

აშშ-სა და ბაჰრეინის აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

იტვირთბა....