ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
კერძოდ, ქვეყანაში შესაჩერებლად მიღებული შემზღუდავი რეგულაციების ნაწილი მოიხსნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა 17 მაისამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები ინფიცირების ახალი შეთხვევების მიხედვით წითელ, სტაფილოსფერ და მწვანე ზონებად არის დაყოფილი.
იმ რეგიონებში, რომლებიც ახლა მწვანე ზონებად არის გამოცხადებული, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება.
ამ დროისთვის ინდოეთში ინფიიცრების 42 670 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 1 395 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.
ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.