ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 3.5  მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 3  მილიონ 566 ათას 979 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 248 ათას 310 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 156 ათას 984 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით ისევ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

პანდემიის დროს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითრაება იცვლება და ზოგი ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

 

იტვირთბა....