ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაავადების გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს… გახსენით უხანის ლაბორატორია..” – პომპეო

„ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩვენთან პარტნიორობა სურთ, თუმცა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ამ დრომდე არ გვიშვებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ჩინეთიდან ვირუსის გავრცელება ხდება. ჩვენ მხოლოდ სანდო სიმართლეზე დამყარებული პარტნიორობა გვაინტერესებს.“

მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აღნიშნული განცხადებით, პომპეო ჩინეთის მთავრობას უხანის ლაბორატორიის გახსნისკენ მოუწოდებს. 

საკითხთან დაკავშირებით, განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა და თქვა, რომ ოფიციალური პეკინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დამარცხდეს.

აშშ-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკის ხალმა ჩინეთი თავის საარჩევნო პოლიტიკაში არ უნდა ჩაითრიოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....