ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მენეჯმენტისთვის ჯამში 3 მილიარდ 500 მლნ ლარს დახარჯავს.

ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ეს თანხა გამოყენებული იქნება როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, ასევე, მათი სოციალური დახმარებისთვის.

მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის და რომელიმე ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი აქვს.

“ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა,ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამოდენიმე ძირითადი გამოწვევა ეს გახლავთ პანდემიის სწარფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენა. 2 ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმეს ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.

იტვირთბა....