“ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მე ეს არჩევნები წავაგო.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი. დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, არჩევნების გადავადებაზე საუბარი ჯერ არ არის.