“ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით.”
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
აღნიშნულით კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა.
პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.
იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა.
საქართველოს მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად წყვეტს, ვინ რომელ პოსტზე დანიშნოს.