საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ქართული მხარე მინიმუმ, საქართველოს ელჩს უკრაინაში გაიწვევს შესაბამისი კონსულტაციებისთვის. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია, კერძოდ ტელეკომპანია 112-ის ოფიციალური საიტი.
უკრაინული მედია გახარიას სიტყვებს ციტირებს, სადაც ის ამბობს, რომ მიუღებელია, როცა ადამიანი გასამართლებულია და არის ძებნილი, ინიშნებოდეს რომელიმე ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე.
თავის მხრივ, სააკაშვილს, რომლის თანამდებობაზე გამწესების საკითხი დღეს რადაში არ შედგა, ეიმედება, რომ უახლოეს ხანში ზელენსკის პოლიტიკური გუნდი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, ზელენსკის გუნდში გამოითქვა აზრი და გამოჩნდნენ მხარდამჭერები, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნოს.