ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში დანიშვნა ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას”- თალაკვაძე

პარლამენტის თავმდჯომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში თანამდებობაზე დაინიშნება, ეს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგიბრულ და პოლიტიკურ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნის.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა მმართველი პარტიისთვის გაუგებარი და მიუღებელია.

იუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

იტვირთბა....