მთავარი ციტატა

“ახლა ირკვევა, რომ ამ ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები”

“გეგმა დააგვიანეს, ამდენი ხანი გაწელეს და იძახდნენ, რომ გეგმის მოთხოვნა თურმე პოპულიზმია იმიტომ, რომ ასეთ დროს ვითარება იცვლებაო. ეს არის სისულელე, ვითარება შეიძლება შეიცვალოს და გეგმაშიც შეიძლება კორექტირება შეიტანო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხედვა არ უნდა გქონდეს და მოქალაქეებმა, ბიზნესმა და მწარმოებლებმა, არ იცოდნენ, რა გზით მიდიხარ. ახლა ირკვევა, რომ ამ გეგმაში, რომელიც ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები, რომლითაც იმ არაადეკვატურ, ბუნდოვან და მავნებლური პრინციპებით აგებულ დახმარებას მისცემენ მოქალაქეებს. ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვიდრე ასეთი მთავრობა გვყავს ზიანი გარდაუვალია და ეს ზიანი გაგრძელდება თვეების განმავლობაში.”

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის სესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით. დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატუი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, ისინი ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. 

იტვირთბა....