ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თვითდასაქმებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება რთულია, ვინაიდან, ისინი ბაზაში არ აღირიცხებიან, მაგრამ სახელმწიფოს ამის ვალდებულება გააჩნია.

მისივე თქმით, თვითდასაქმებული მოქალაქეების დახმარებისთვის 75 მლნ ლარია გამოყოფილი.

“ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.

 

იტვირთბა....