საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც.
ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გახარიას ცნობით, აღნიშნული მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიირებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტისთვის 25 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ასევე ისარგებლებენ ექვსი თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩვენ გვყავს ასეთი 40 000 მოქალაქე. ამ ღონისძიების მოცულობა გახლავთ 25 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.