მთავარი ციტატა

“ეს არასრულყოფილი გეგმაც ჯერ მხოლოდ ფურცელზეა და ძალიან დიდი დრო გავა, ვიდრე პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს დახმარებას, თუნდაც, ელემენტარულს”

“ახლა გვესმის, რომ თურმე მომავალი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პრეზენტაციები. შემდეგ ამ პრეზენტაციებიდან განხორციელებამდე რა პერიოდი იქნება ამას ჯერ კიდევ არავინ გვეუბნება, ამიტომ კარგად ჩანს, რომ ეს არასრულყოფილი გეგმაც კი, ჯერჯერობით, არის მხოლოდ ფურცელზე არსებული და ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს, თუნდაც, ელემენტარულ დახმარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ ან არ არის მზად ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში.”

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მოქალაქეებისთვის კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, როდის და როგორ მიიღებენ დახმარებას.  

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით. დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატუი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, ისინი ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. 

იტვირთბა....