კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საგანგებო სიტუაციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
სხომაზე განიხილეს ანტიკრიზისული გგემის ფარგლებში მოქალაქეების დახმარების საკითხიც.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, როდის და როგორ მოხდება მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა, ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიეწოდება.
“სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება – მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის.
როდის და როგორ მოხდება მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა, ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიეწოდებამ”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით. დახმარება გაეწევათ მკვეთრად გამოხატუი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც, ისინი ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ. .