ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ”- ვანო მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, საქართველოში მოქალაქეებს ფაქტობრივად იგივე დახმარების პაკეტი აქვთ, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეოკონომიკის ფონზე ეს პაკეტი გაცილებით სოლიდურია.

“ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარების პაკეტი არაა საკმარისი თანხა, მაგრამ მიზანი არაა ის, რომ მათ დაკარგული სემოსავალი სრულად აუნაზღაურდეთ.

ცნობისთვის, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.

 

იტვირთბა....