“ერთადერთი არსება და მისი პარტია არის, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ხედავენ ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ქვეყნის მოღვაწეობას კორონავირუსთან გამკლავებაში. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს და იქნება ამ დღეებში მაინც მორჩეს მიუნჰაუზენურ გამოვლინებებს.”
მიხეილ ყაველაშვილი – “ქართული ოცნების” დეპუტატი
აღნიშნული განცხადებით ყაველაშვილი ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაავრცელა. სააკაშვილი ითხოვს, რომ მას მისცენ საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დახმარებას ჩამოვიტანს.
ექსპრეზიდენტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პასუხობს.
სააკაშვილის ამ განცხადებას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანიც გამოეხმაურა.