ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურეს

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურეს – ამის შესახებ შუამდგომლობა პროცესზე პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა.

სწორედ სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პროცესზე სხდომის დახურვა.

ქოლ-ცენტრების ნაწილში გამოკითხული არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან და არ დასახელებულან გენერალური პროკურორის ბრიფინგზე,” – თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიაშილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილ  სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას არ დაეთანხამ იმის მიუხედავად, რომ მას ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე.

სუსის ექს-შეფი სასამართლო პროცესზე არ მივიდა. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა პროცესზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.

იტვირთბა....