ახალი ამბები მთავარი ციტატა

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შეზღუდვების შერბილება არც ერთ ქვეყანაში პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს” – ჯანმო

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შეზღუდვების შერბილება არც ერთ ქვეყანაში პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. ეპიდემიაზე გამარჯვება მოითხოვს მდგრად ძალისხმევას ცალკე პირებისა და მთავრობებისგან, რომლებაც უნდა განაგრძონ ბრძოლა ამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ.”
ტედროს ადანომ გებრეიესუსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
გებრეიესუსმა თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყობ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,436,067 მიაღწია. გარდაიცვალა 166,757ადამიანი, გამოჯანმრთელდა 637,377 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19 ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 402 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 95 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....