ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს იყო ტერორისტული აქტი. ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და მასობრივი შიშის დანერგვისთვის გათვლილი” – ნათელაშვილი

“ეს ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და მასობრივი შიშის დანერგვისთვის არის გათვლილი. იმისთვის, რა თქმა უნდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ხმა არ ამოიღოს და გაჩუმდეს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ეს არის ნავთის დასხმა იმ კოცონზე, რომელიც მათ კართან კარგახანია ანთია და ის უფრო გაძლიერდება, აი, ასეთი ზეწოლით და არაპოლიტიკური, უზნეო, კრიმინალური ქმედებებით. ეს იყო ტერორისტული აქტი.”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ნათელაშვილი ეხმაურება, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტს.

განცხადება მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.

იტვირთბა....