“დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი”, – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, ხანძრის გაჩენის დროს ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო.
“ხანძარი გაჩნდა იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.
“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე”.
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადება გაკეთდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.