ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა – ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.  არსებული ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვოდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„გამოძახებიდან 3-4 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე დახვდათ დაკვამლიანება, რამდენიმე წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. დაშავებული არავინ არ არის, დაახლოებით, 15 კვადრატია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს“ , – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....