aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს” – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე პირადად არავიზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე. ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავიზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისათვის მინდა მადლობა მოვახსენო მათ. მე როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდანტის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისოტრიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიი ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს“ , – განაცხადა პრეზიდენტმა.

ბრიფინგზე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა კანონი ზედმიწევნით დაიცვას ყველამ.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 370 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 79 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5035 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,215,105 მიაღწია. გარდაიცვალა 149,045 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 560,310 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....