ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები და ინტოქსიკაცია – აქციაზე დაშავებულებს ღამით სასწრაფო ვერ აუდიოდა

ჭრილობები სახის და თავის არეში, ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. რუსული მეთოდებით ანგარიშსწორების გამო, დაშავებულია ათობით მომიტინგე. მოქალაქეები პირდაპირ აქციაზე კარგავდნენ გონებას. რიგები იდგა სასწრაფო დახმარების მანქანებთან. აქციაზე დაშავებული რვა მომიტინგე მკურნალობას ახლა კლინიკაში განაგრძობს. თუმცა ეს სტატისტიკა რეალობას ვერ ასახავს, რადგან მძიმედ დაშავებულები აქციაზე უკან ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძობდნენ.

რუსული კანონის მომხრე ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ სასტიკი მეთოდები გამოიყენა. ხალხს დამიზნებით ესროლეს რეზინის ტყვიები. წიწაკის სპრეის ჭარრბიი რაოდენობით გამოყენების გამო, მოქალაქეებს სხეულზე დამწვრობები აქვთ.

აქციის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც.

მხუთავი აირი ისროლეს, ვერ მოვასწრით გაშორება, გამოვიდა კვამლი და რამოდენიმე მოქალაქეს მოგვიწია ამის შესუნთქვა, შეგვეკრა სუნთქვა, მეკარგებოდა გონება, მოქალაქეები დამეხმარენ და ამომიყავნეს აქ”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს.

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა განახორციელეს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის არიან სამართალდამცველები. დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა”- უთხრეს “პირველებს” უწყებაში.

გუშინ ღამის 12 საათზე გაამრთულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.

„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ“?! – შეუბრუნა მან კითხვა ჟურნალისტს და დასძინა: „პარლამენტის შესასვლელთან ჩვენ ვიყენებთ წიწაკის სპრეის და ცრემლმდენ გაზს“.

რადიო თავისუფლებამ შეაგროვა აქციაზე დაჭრილი ადამიანების ფოტომასალა და მონათხრობი. დემონსტრანტების ჭრილობები ჰგავს რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზაიანებებს. დაჭრილების გარდა, რადიო თავისუფლებამ რუსთაველის გამზირზე გადაიღო რეზინის ტყვიები.

სავარაუდოდ, რეზინის ორი ტყვია მოხვდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ცოტნე კობერიძეს.

კობერიძის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სწორედ რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული ჭრილობა მარცენა მკლავსა და მუცელზე.
სავარაუდოდ, რეზინის ორი ტყვია მოხვდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ცოტნე კობერიძეს.

კობერიძის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სწორედ რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული ჭრილობა მარცენა მკლავსა და მუცელზე.

იტვირთბა....