“არა რუსულ კანონს”,”არა რუსულ ოცნებას” – ამ მოთხოვნით ემიგრანტებმა აქცია გამართეს ისრაელში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამშობლოდან შორს არიან, მაგრამ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
“მთავარი მოთხოვნა არის საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ გაიწვიოს ეს კანონი და შეწყდეს ბრძოლა ქართველი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ უცხოეთში და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული ქართველები მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის”, – ამბობს აქციის მონაწილე.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “ოცნების” მიერ ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს საქართველოში პროტესტი მოჰყვა, ემიგრანტებმაც სხვადასხვა ქვეყნებში პერმანენტულად დაიწყეს აქციების გამართვა.
1 მაისს “ოცნებამ” რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირა. დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა.