ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასულიერო პირებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მსუბუქი ამტომობილების გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, სასულიერო პირებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ დაწესებული შეზრუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მრევლზე და მათ ტრანსპორტით გადაადგილება არ შეეძლებათ.

“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ცნობისთვის, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, დახურულ საჯარო სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

 

იტვირთბა....