დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მიმართა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მრევლი ეკლესიაში არ უნდა შეიკრიბოს და წელს აღდგომა სხვა ფორმატში უნდა გადავიდეს.
“ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი ყოველთვის, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, თუმცა, არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობისთვის ქვეყნის და ხალხის წინაშე, მოვუწოდე მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ სხვა ფორმატში. საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა, არ მოვსწრებივართ მსგავს პანდემიას.
ერთი იარაღია მარტო, ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილას, იქნება ეს სახლში, სხვაგან სადმე თუ ჩვენთვის ყველასთვის სალოცავ ტაძრებში. ამიტომ, კიდევ ერთხეულ უმორჩილესად გთხოვთ, ეს ოთხი დღე კრიტიკულია ქვეყნისთვის, მომავალი ასევე 7 დღე, ჩვენთვის განსაკუთრებულად დიდი ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როცა ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და ვაგებდით მათ ხსოვნას პატივს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ იმისთვის, რომ არ დაგვემართოს ის, რაც სხვა ქვეყნებს დაემართათ. სადაც ასეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად.” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 348 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 76 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,115,956 მიაღწია. გარდაიცვალა 141,820 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 527,475 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.